„არ ჩანს პოლიციის დაინტერესება, გამოიძიოს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის წინააღმდეგ საქმე“ – ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი „მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ბავშვთა საერთაშორისო გატაცების საქმეზე გადაწყვეტილება ყალბი დოკუმენტების საქმეზე მიიღო, რაც უპრეცედენტო მნიშვნელობის ფაქტია, მაგრამ მართლმსაჯულებისა და დანაშაულის გახსნის ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებას არ გააჩნია მიზანი საქმე გახსნას და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გამოკვეთოს,“ -ა მის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, რამდენიმე თვეა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პოლიციის VII განყოფილების წარმოებაშია დოკუმენტების შესაძლო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კაიკაციშვილის განცხადებით, ვითარებას ამძიმებს ის გარემოება, რომ დოკუმენტები, რომლის სიყალბესაც, პოლიცია იძიებს, საფუძვლად დაედო, ბავშვის საერთაშორისო გატაცების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბავშვის დედამ – ოლივია ანტონმა სასამართლოს წარუდგინა დასაქმების კონტრაქტი და ქირავნობის ხელშეკრულება, მაგრამ, როგორც კაიკაციშვილი განმარტავს სასამართლომ არ მოახდინა დოკუმენტების კვლევა:

„არც ერთ წარმოდგენილ დოკუმენტს არ აქვს მხარის იდენტიფიცირება, არც ერთი დოკუმენტი არ არის ნოტარიულად ან/და აპოსტილით დამოწმებული, რაც წარმოადგენს სავალდებულო ხასიათის მოქმედებას, არ შეიცავს ხელმომწერი მეორე მხარის საკონტაქტო ინფორმაციას, დოკუმენტების შინაარსობრივი მხარე ურთიერთ საწინააღმდეგოა და არც ერთ მათგანზე არ არის დასმული ოფიციალური ბეჭედი. მხარემ ითანამშრომლა გამოძიებასთან და სამართალდამცავ ორგანოებს წარუდგინა გაყალბებულ ი დოკუმენტების დამადასტურებელი მასალები – სასტუმრომ, სადაც დასაქმების ფაქტზე მიუთითებდა ოლივია ანტონი, 2020 წლის 18 მარტს გასცა ცნობა, რომ იგი არასოდეს ყოფილა დაქირავებული თანამშრომელი. შესაბამისად, მასთან არ გაფორმებულა შრომითი ხელშეკრულება, ხოლო სახლი და ქუჩა, რომელიც მითითებული იქნა ქირავნობის ხელშეკრულებაში, კვიპროსის ოფიციალური სახელმწიფო რეესტრის მიხედვით, არ არსებობს,“ – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაშიაუცილებელიაწყაროსდაბმულისმითითება


მსგავსი თემები