“არიან ძალიან სასტიკი დამნაშავეები, ვისაც ვიწყალებ, ყველანი არიან დამნაშავეები” – სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუაზე

გიორგი რურუასა საქმის შესახებ, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან კომენტარი ზუგდიდში გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ გიორგი რურუაც და სხვა პატიმრებიც, რომლებიც მან აქამდე შეიწყალა, პოლიტპატიმრები არ არიან. 

“რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ გავიმეორებ, რომ ესენი არც ერთი არ არიან პოლიტპატიმრები. არიან დამნაშავეები. და არიან ძალიან სასტიკი დამნაშავეები. ვისაც ვიწყალებ, ყველანი არიან დამნაშავეები…” – აცხადებს პრეზიდენტი. 

პრეზიდენტი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს ესწრება.

მსგავსი თემები