კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია, დგინდება მე – 4 შემთხვევის წყარო

კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია, მათგან 2 კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია 1 კი საკარანტინო სივრციდან. რაც შეეხება მეოთხე პაციენტს მისი დაინფიცირების წყაროს მოძიება ჯერ კიდევ გრძელდება. შემთხვევა თბილისშია დადასტურებული, თუმცა მარინა ეზუგბაიას თქმით, დეტალები მისთვის ცნობილია.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ის შემთხვევები, როდესაც წყარო უცნობი იყო, ჩაღრმავებული კვლევებით თითქმის ყველას წყარო დადგინდა და ის იმედს გამოთქვამს, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდება.

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 26 დადასტურებული შემთხვევაა, ახალი შემთხვევებიდან კლინიკაში შესულია 3 პაციენტი, მათგან ერთი შემოსულია სომხეთიდან, ორი კი ყირგიზეთიდან. მათ დიაგნოზი საკარანტინო სივრცეში კონტროლის პერიოდში დაუდასტურდათ, ახალი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ერთს აღენიშნება პნევმონია.

მსგავსი თემები