დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მას ბრალი ოჯახურ ძალადობაში ედებოდა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და დაცვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

მსგავსი თემები