ზუგდიდში, მდინარეში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვში, მდინარე ჯუმში დაკარგული 15 წლამდე ასაკის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ დაკარგულს.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარის გასწვრივ მიმდინარეობდა.

არასრულწლოვანს მდინარე ჯუმთან 13 ივლისის საღამოს ფეხი დაუცდა და ჩავარდა.

მსგავსი თემები