ბრიუსელი საქართველოს მოქალაქეების დაჭრისა და დაკავების ფატქებს ეხმაურება

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას უკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაჭრისა და დაკავებების ფაქტები დაგმო.

ბრიუსელში, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანიც იმყოფებოდა, მხარეებმა განიხილეს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატში თანამშრომლობა, სამიტისთვის მზადება და მინისტერიალი. ქართულმა მხარემ ევროკავშირს პანდემიის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

“ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული მინისტერიალი, ასევე მაღალი დონის ვიდეო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ მინისტრმა და წარმოადგინა ჩვენი პრიორიტეტები აღმოსავლეთ პარტნიორობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დეტალურად მივაწოდე ინფორმაცია იმ მიუღებელ, უკანონო ქმედებაზე, რაც არის დაკავშირებული საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. არის მოწოდება მუდმივი, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს გათავისუფლება,” – განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

მსგავსი თემები