ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. აღნიშნულ ინფორმაციას  პარტია “ქართული ოცნება” ავრცელებს.

გადაწყვეტილება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ”  საარჩევნო შტაბის სხდომაზე მიიღო.

“სხდომაზე, რომელშიც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ირაკლი კობახიძემ საარჩევნო შტაბის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საკუთარი ხედვა წარუდგინა. სხდომაზე არჩევნებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები