მთავრობას შეუძლია, საკარანტინო შეზღუდვები წლის ბოლომდე დააწესოს

საქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. პროექტს მხარი 79-ა დეპუტატმა დაუჭირა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობას, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე ექნება.

თუ, დღევანდელი მდგომარეობით, მთავრობას  საკარანტინე ღონისძიებების გატარების უფლება 15 ივლისამდე ჰქონდა, მიღებული ცვლილებებით, გადაადგილების აკრძალვა, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა თუ სხვა ქმედებები, მთავრობას შეუძლია 2021 წლის 1 იანვრამდე შემოიღოს. უფრო კონკრეტულად, ყველა ის ღონისძიება, რომელიც საგანგებო მდგომარეობის არსებობდა, აღმასრულებელ ხელისუფლებას საკანონმდებლო ხელისუფლების თანხმობის გარეშეც შეუძლია შემოიღოს.  

მსგავსი თემები