ნიტრატების გადაჭარბებული ოდენობა ნესვში აღმოაჩინეს

ბათუმსა და ქუთაისის სავაჭრო ობიექტებიდან აღებული ნესვის ნიმუშებიდან, ორ მათგანში, ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა დაფიქსირდა, კერძოდ, რაოდენობამ შეადგინა  480 მგ/კგ, ხოლო მეორე შემთხვევაში – 212 მგ/კგ (ნორმა – 90 მგ/კგ).

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიტრატების შემცველობის კვლევის მიზნით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ხილისა და ბოსტნეულის 60 ნიმუში აიღო.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნული შედეგის შესახებ ეცნობათ ბიზნესოპერატორებს და მათვე დაევალათ  სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

მათივე ინფორმაციით, აღებულ ნიმუშებს კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიებში ჩაუტარდა. ამ ეტაპზე  ცნობილია 40 ნიმუშის შედეგი. ნიტრატების შემცველობაზე ხილ-ბოსტნეულის კვლევა გრძელდება. უკვე აღებული 20  ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია დამატებით ეცნობება საზოგადოებას.

მსგავსი თემები