„დღემდე უფლება არ მქონდა დეტალებზე მესაუბრა“ – შაქარაშვილის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი პირების ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ძიების ინტერესებიდან გამომდინარე დღემდე უფლება არ მქონდა დეტალებზე მესაუბრა“ – შაქარაშვილის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი პირების ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“

„ჩემები არცერთი არ იცნობს არც გარდაცვლილ შაქარაშვილს და არც იმ გოგონას, რომლის დაბადების დღეც იყო, ისინი ცხოვრობენ ნახალოვკაში და არ მონაწილეობდნენ ჩხუბში,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში შაქარაშვილის საქმეში მოწმის სტატუსით ფიგურანტი სამი „ნახალოვკელის“ ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განაცხადა.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა საგურამოში წასვლა მეზობლების წამოსაყვანად დააპირეს, თუმცა მისივე ინფორმაციით გზაში მათ დაუკავშირდნენ და უკან მობრუნდენ.

„ძიების ინტერესებიდან გამომდინარე დღემდე უფლება არ მქონდა დეტალებზე მესაუბრა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები იქ არ ყოფილან, ერთადერთი ფაქტი ისაა, რომ ნახალოვკაში ამ ბიჭებთან მივიდა მათი უბნელი, რომლესაც დაზიანებები ჰქონდა და ჰკითხეს რაიმე ხომ არ უჭირდა. სად მოუვიდა ჩხუბი მათთვის არ უცნობებია, მოგვიანებით რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ ორი ბიჭია დარჩენილი საგურამოს ტერიტორიაზე, ვერ აგნებენ გზას და მათი წამოყვანაა საჭირო, ჩემები მიდიან ორი ავტომანქანით, გადიან, მანქანები, ერთ – ერთი მათგანი  თბილისი გასასვლელთან ასხამს საწვავს, ნატახტარის გადასახვევთან ჩერდებიან, ამ დროს მათ  უკავშირდება პირი და ეუბნება რომ წამოსაყვანი პირები უკვე თბილისში იმყოფებიან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ბრუნდებიან თბილისში სახლებში, ფაქტი გაიგეს მეორე დღეს ტელევიზიის მეშვეობით,“ – განაცხადა მუხრან ღურწკაიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაშიაუცილებელიაწყაროსდაბმულისმითითება

მსგავსი თემები