“საქართველო აღიარებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერ სახელმწიფოდ” – დავით ზალკანიანი

  •  

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის შემდეგ პირველი ვიზიტი იმართება ბრიუსელში და ეს ვიზიტი დაემთხვა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

დავით ზალკანიანის თქმით, საქართველო კიდევ ერთხელ დასახელდა ევროკავშირის მთავარ პარტნიორად.

„როგორც იცით, საქართველო აღიარებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერ სახელმწიფოდ და ეს ასახულია ანგარიშში. ჩვენ კიდევ ერთხელ დასახელებული ვართ ევროკავშირის მთავარ პარტნიორად, როგორც პოლიტიკური მიმართულებით, ასევე როგორც მთავარ სავაჭრო პარტნიორად. მნიშვნელოვანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთახმების იმპლემენტაციის კუთხითაც არსებული პროგრესი. ანგარიშში ბევრი პოზიტიური ელემენტებია, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმა, საარჩევნო კანონმდებლობა, ოდირის რეკომენდაციები. საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველო ასევე მიჩნეული, როგორც ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი და ესეც ამ ანგარიშში იქნა ასახული“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი თემები