“200 კაცი რომ ნასვამი იქნება, რომელი რეკომენდაციების დაცვაზეა საუბარი“ – პაატა იმნაძე ქორწილებსა და ქელეხებზე

პანდემიის პერიოდთან დაკავშირებული შეზღუდვები თანდათანობით იხსნება, თუმცა, ეს არ ეხება ქორწილებს, ქელეხებსა და დიდ სუფრას. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ქართველების ხასიათი ყველამ იცის და იქ, სადაც სასმელია, რეკომენდაციების დაცვა წარმოუდგენელია.  

„ჩვენი ტრადიციები ყველამ კარგად ვიცით. შეიძლება, კონცერტი ღია სივრცეში ჩატარდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ქორწილი, იუბილე და ქელეხი ალკოჰოლის გარეშე არ არის. ამიტომ, როგორ ფიქრობთ, 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რომელი დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? ჯერჯერობით, ჩვენი რეკომენდაცია ასეთია, რომ დიდი ზომის ასეთი ღონისძიებები არ არის რეკომენდებული“, – განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ რომ დღეიდან, კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით აკრძალვა მოიხსნა და ღია სივრცეში, 200 ადამიანის შეკრება შესაძლებელი ხდება.  

მსგავსი თემები