“ეს ადამიანები ბევრს ეწევიან და სჯობს, ცოტა მოუკლონ” – მამუკა მდინარაძე “გირჩზე”

  •  

„გირჩის“ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წასახალისებლად, მათთვის, ვინც 31 ოქტომბერს ნებისმიერ პარტიას ხმას მისცემს, „Tesla“-ს ავტომობილებს გაათამაშებენ“, – საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ეხმაურება.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის საკითხზე ისაუბრებს მაშინ, როცა „გირჩი“ რეალურად გადადგამს ნაბიჯებს და გამოჩნდება, რამდენად შეიცავს ის არაკანონიერი ქმედების ნიშნებს.

„არის თუ არა მოსყიდვა, ამაზე შემდეგ ვიმსჯელოთ, როცა რეალურად შეუდგებიან საქმეს და ვთქვათ, თუ რამდენად შეიცავს ის კონკრეტული ქმედების ნიშნებს, რაც არ ჯდება კანონში. ამ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ ის ვთქვათ, რომ ეს ადამიანები ბევრს ეწევიან და სჯობს, ცოტა მოუკლონ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.


მსგავსი თემები