ღამის კლუბში დანით ორი  ბიჭი დაჭრეს

  •  

ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში ორი 22 წლის ბიჭი დანით დაჭრეს.

დაჭრილი ახალგაზრდები კლინიკაში არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიება სსკ – ის 117 – ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები