მტკვარში ახალგაზრდა ქალს ეძებენ, მანქანა და გამოსამშვიდობებელი წერილი ნაპოვნია

  •  

მაშველები ამ წუთებში მტკვარში ახალგაზრდა ქალბატონის სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ. სავარაუდოდ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რადგან მისივე ავტომანქანაში, რომელიც მიმდებარედ იპოვეს, გამოსამშვიდობებელი წერილი ნახეს.

30-35 წლამდე ქალბატონის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 112-ში მისივე მეგობრისგან შევიდა. დაკარგული ვანიდან საკუთარი მანქანით მოდიოდა. მანქანა კი მტკვრის მიმდებარედ იპოვეს.     

მსგავსი თემები