„სომხეთმა, გახსნა ცეცხლი და ეს ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით გააკეთა“ – საგარეო უწყება

  •  

ცეცხლის გახსნაზე აზერბაიჯანი პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. „სომხეთის პროვოკაციული ქმედებები“ – ასე აფასებს აზერბაიჯანული მხარე აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებას, რასაც  მსხვერპლი მოჰყვა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებით, სომხეთმა, გახსნა ცეცხლი და ეს ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით გააკეთა.

„სომხეთი, მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შორის არსებულ კონფლიქტში მესამე ქვეყნების ჩართვას ცდილობს. თუმცა, სომხეთის აგრესიული პოლიტიკის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულება ყველასთვის ნათელია“, – ვკითხულობთ საგარეო უწყების განცხადებაში.

სომხეთ კი შეიარაღებულ დაპირისპირებაზე აზერბაიჯანის დანაშაულს ხედავს და ამბობს, რომ მათ სომხეთის არტილერიაზე თავდასხმა სცადეს.

„ბოლო დროს, აზერბაიჯანული მხარე, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მოწოდებების მიუხედავად, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, მტრული რიტორიკისა და გააძლიერონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, განაგრძობს ძალის გამოყენებით მუქარას და სამხედრო ესკალაციას“, – ვკითხულობთ  სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 3 აზერბაიჯანელი სამხედრო, დაშავებულია 5 მათგანი.

მსგავსი თემები