„არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა“ – შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას ტრანსფერზე

„საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არცერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს,“ – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბომბარდირი, ტაშკენტის „ფახტაკორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე წერს, ქართველი ბომბარდირი კალათბურთელის ტრანსფერს ეხმაურება და მიაჩნია, რომ ერთი ადამიანის მიმართ აგრესია არასწორია.

„ისეთი ამბების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თორნიკე შენგელიასთან მიმართებაში თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე – არა. ჩემი პოზიცია რუსეთთან და ამ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე, ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე” – წერს შოთა არველაძე.

არველაძისთვის გაუგებარია, საქართველოს საკალათბურთი ნაკრების სპონსორობა ქართულმა ბანკებმა რატომ არ ისურვეს.

„საქართველოს (საფეხბურთო) ნაკრების სპონსორი VTB ბანკია. ყოფილიყო ნაკრების სპონსორი და მთავარი პარტნიორი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ და შევთანხმდეთ, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და რა არა.   მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია. მინდა თორნიკეს ყველა იმ მიზნის მიღწევა ვუსურვო, რომელიც დასახული აქვს“ – აცხადებს არველაძე.

მსგავსი თემები