თბილისში გვიან ღამით ჯგუფურ ჩხუბს, სროლა მოჰყვა

თბილისში, გვიან ღამით წყალტუბოს ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის მოხდა.

არსებული ინფორმაციით 15-მდე ახალგაზრდის სიტყვიერი დაპირისპირება  ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, მოგვიანებით კი სროლის ხმაც გაისმა.

ადგილზე მობილიზებული იყო  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

წყალტუბოს ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. დაშავდა თუ არა ჩხუბის დროს რომელიმე ახალგაზრდა, უცნობია.

“ჩხუბის ხმა იყო და ხელის გარტყმის ხმაც აშკარად ისმოდა. შემდეგ რამდენიმე ადამიანი გამოიქცა აქეთკენ, შემდეგ ერთი ძირს დავარდა და რამდენიმე ურტყამდა ზემოდან, მერე იყო გასროლის ხმა. სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო და ფიზიკურიც,” – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

მსგავსი თემები