აშშ – ს საელჩო ოკუპანტების მიერ ქართველების გატაცების ფაქტებს ეხმაურება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და დაკავების ფაქტსებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

“ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე,” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე 3 დღის წინ კასპის რაიონის ტერიტორიიდან, ტყეში ყოფნის დროს გაიტაცეს. უკანონო დაკავების დროს მას რუსმა ოკუპანტებმა ფეხში ესროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გახელაძე ახალგორის საავადმყოფოდან ცხინვალში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი თემები