ოკუპანტებმა კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაკავების შესახებ გახდა ცნობილი.

რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები პირი 3 ივლისს დააკავეს.

ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

დაკავებულის გათავისუფლებას ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დადგენილი თანხის გადახდის შემდეგ, უახლოეს მომავალში ელოდებიან.

სუს-ში განმარტავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მსგავსი თემები