თბილისში აფეთქება მოხდა, დაღუპულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი

თბილისში, მუხიანის დასახლებაში ერთსართულიან შენობაში აფეთქება მოხდა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, დაღუპულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი.

მეზობლების განცხადებით, მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა და მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ადგილობრივები ორ ვერსიას განიხილავენ, გაზის გაჟონვასა და საბრძოლო ტექნიკის აფეთქებას. ჯერჯერობით ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა.

სახლიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღიც, თუმცა შსს ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს. 

ადგილზე გვიან ღამით გამნაღმველებიც იყვნენ მისულები, თუმცა მეზობლები აღნიშნავენ, რომ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ და არ იციან, იპოვეს თუ არა რამე გამნაღმველებმა.

გამოძიება 187 მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსგავსი თემები