დაჭრილი ზაზა გახელაძის მდგომარეობის შესახებ ოჯახს ინფორმაცია არ აქვს

ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახმა, შვილის გატაცების  და დაჭრის შესახებ ინფორმაცია მასთან ერთად მყოფმა პირისგან შეიტყო. ოჯახის წევრები, ასევე, გამორიცხავენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზაზა გახელაძეს თან იარაღი ჰქონდა და  ე.წ მესაზღვრეებს ცეცხლი გაუხსნა.

ოჯახის წევრების თქმით, ცხინვალიდან მათ არავინ დაკავშირებია.

“სოკოზე იყო წასული, ბიჭი მოვიდა რომ რუსები იყვნენ გადმოსულები და წაიყვანესო, მეტი არაფერი არ ვიცი. მეუბნებიან შენი შვილი დაჭრილიაო,” – აცხადებს ზაზა გახელაძის მამა.

შეგახსენებთ, ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტიდან  საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს.  33 წლის ზაზა გახელაძე სოფელ ქვემო ჭალაში,  სხვილოს ციხის მიმდებარედ დააკავეს. 

სუსი ადასტურებს იმას, რომ ოკუპანტებმა დაკავებამდე ზაზა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. დაჭრის ფაქტს ადასტურებს საოკუპაციო რეჟიმიც.

მსგავსი თემები