„ეს არ არის მარტივად გასახსნელი საქმე, ბევრი სირთულეა“ – ექსპერტი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„დაკავებულების ადვოკატები რასაც საუბრობენ, ერთი მხარეა, ვინაიდან, საკუთარი ინტერესი აქვთ” – განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში“ კრიმინალისტიკურმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა გიორგი შაქარშვილის საქმესთან დაკავშირებით. მისივე შეფასებით, უფლებადამცველებს არ აინტერესებთ საქმეში რა დევს, თუ ეს არ წარმოადგენს თავიანთი კლიენტის ინტერესებს.

„ეს საქმე არ არის მარტივად გასახსნელი, რთული საქმეა. მარტივად გასახსნელი რომ ყოფილიყო, ამდენი ხანი გავიდა და გაიხსნებოდა. სირთულეებია თავისთავად ამ საქმეში მტკიცებულებები თვალსაზრისით. ადვოკატები რასაც საუბრობენ, ეს ერთი მხარეა, ვინაიდან თავიანთი ინტერესი აქვთ დაცვის ქვეშ მყოფებთან მიმართებაში. ჩვენ არ ვიცით, რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში, არც გაჟღერებულა. ეტყობა, ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. რეალურად, არ შეიძლება საქმეში არ იდოს მტკიცებულებები, მე მსგავსი შთაბეჭდილება მექმნება,“ – განაცხადა ალთუნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში.”

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემტხვევაში აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მსგავსი თემები