„ნივთების ექსპერტიზა ბევრ ინფორმაციას იძლევა, მაგალითად, ადამიანი მიხოხავდა თუ არ მიხოხავდა“ – ზაზა ალთუნაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ამოღებული ნივთები იძლევა იმის საშუალებას, რომ მივიღოთ ინფორმაცია კავშირშია თუ არა ეს ყველაფერი ამ შემთხვევასთან,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ კრიმინალისტიკურმა ექსპერტმა ზაზა ალთუნაშვილმა განაცხადა.

ზაზა ალთუნაშვილის თვლის, რომ კომპლექსური ექსპერტიზის შედეგად დაიდება სხვადასხვა სახის კვალიფიკაციის ექსპერტის დასკვნა.

„კომპლექსური ექსპერტიზა ნიშნავს, რომ სხვადასხვა სახის კვალიფიკაციის ექსპერტები ერთ კომისიურ კომპლექსურ ექსპერტიზას ჩაატარებენ, სადაც შესაბამისობაში იქნება სხვადახვა ნივთები, საგნები, ტანსაცმელი, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, შემთხვევის ადგილიდან რა ნივთები იქნა ამოღებული, იყო თუ არა ესენი კონკრეტულად ამ შემთხვევასთან, კავშირში თუ გარეშე საგნები იყო. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთები იძლევა იმის საშუალებას, რომ მივიღოთ ინფორმაცია კავშირშია თუ არა ეს ყველაფერი ამ შემთხვევასთან. ასევე, კომპლექსური ექსპერტიზა დაადგენს, ი მიხოხავდა თუ არ მიხოხავდა გარდაცვლილი” – განაცხადა ზაზა ალთუნაშვილმა.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემტხვევაში აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მსგავსი თემები