“მუდმივად გვესმის სიცრუე, რომ თითქოს რაღაცა სანქციები დაგვიწესეს” – დავით ზალკანიანი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტავს საგარეო უწყების ხელმძღვანელი. დავით ზალკალიანის თქმით, სიცრუე და ტყუილია, რომ აშშ-მა საქართველოს რაიმე სახის სანქცია დაუწესა:

“მუდმივად გვესმის სიცრუე, ტყუილები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რაღაცა სანქციები დაგვიწესეს, თითქოს ეს არის განაჩენი ამ ხელისუფლების მიმართ და გააჩინონ საზოგადოებაში ნარატივი, რომ თითქოს აშშ  ამ ხელისუფლებას მხარს არ უჭერს. არამც და არამც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის დათქმა, რომელზეც ჩვენ უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში სანამ ეს პროცესი მიმდინარეობს ვიმუშავებთ,”- აცხადებს დავით ზალკალიანი.

მსგავსი თემები