ერდოღანმა აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდორანმა აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

განკარგულება ითვალისინებს, რომ აია სოფიას მუზეუმის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი ექნება. ერდოღანის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, აია სოფიაში გაიმართება ღვთისმსახურება და მისი ადმინისტრირება გადაეცემა რელიგიის საკითხთა უწყებას.

დოკუმენტი ერდოღანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გასააჯაროვა. ამასთან დაკავშირებით კი ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აია სოფიასთან შეიკრიბა და საღამოს ლოცვა აღვლინა. განკარგულებას გამოხმაურება მოჰყვა ამერიკიდანაც და სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის თქმით ამ გადაწყვეტილბით იმედგაცრუებულნი არიან. „ჩვენ იმედგაცრუებული ვართ თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით აია სოფიას სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ თუქეთის მთავრობა რჩება ერგული, აია სოფია ყველა ვიზიტორისთვის ღია იყოს. მოუთმენლად ველოდებით, რათა ის ყველასთვის დაბრკოლებების გარეშე იყოს ხელმისაწვდომი“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელსაც „როიტერი“ ავრცელებს“.

მსგავსი თემები