გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი ფოტოგრაფის სს პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს  

გარდაცვლილი 19 ფეხბურთელის ოჯახი, კერძოდ, ბიძა აცხადებს, რომ იაკობ ნიკოლაძე, იგივე ფოტოგრაფი შესაძლოა ერთ ეპიზოდში დაზარალებული იყოს, თუმცა, ეს არ გამორიცხავს, სხვა ეპიზოდში დამნაშავეც აღმოჩნდეს.

„ადამიანი შეიძლება იყო ერთ ეპიზოდში დაზარალებული და მეორე ეპიზოდში მას წარუდგინონ ბრალი დანაშაულისთვის. მაგალითად, ცრუ ჩვენების მიცემისთვის, რაღაცის ფალსიფიკაციისთვის.  ამას არ გამოვრიცხავ. შეიძლება ნამდვილად არის დაზარალებული როცა გადმოუხტდნენ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ამა ადამიანის საკითხი დაისვას სისხლის სამართლებრივად  სხვა კონტექსტში“ – აცხადებს მირიან ლებანიძე, გიორგი შაქარაშვილის ბიძა.

მისივე შეფასებით, დადასტურდება, რომ ეს არის მკვლელობა: „დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო მკვლელობა. როგორც აქამდე დავამტკიცეთ ყველაფერი ის, რასაც აქამდე ვიძახდით და არ დამტკიცდა ის, რასაც „გვტენიდნენ“, ასე დადასტურდება მაგათი ჩადენილი მკვლელობა და ასე გაატარებენ დანარჩენ სიცოცხლეს ციხეში“.

მსგავსი თემები