დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, პოლიციელი ვერიკო იმერლიშვილი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

„დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს“, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები