„ტოიოტა ქამრიში“ მყოფი პირები გამოეკიდნენ ბავშვებს“ – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, ისინი პოზიციას მხოლოდ მაშინ შეიცვლიან თუ გამოძიებას ექნება უფრო დამაჯერებელი მტკიცებულებები რომელიმე მათგანზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოითხოვენ ყველა ექვსივე პირი ბრალდებულ იქნას 109-ე მუხლით.

„ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ყველა მათგანის მიმართებაში ვინც იმყოფებოდა „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილში, ანუ ექვსივე მათგანთან მიმართებაში. თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერებელი იქნება რომელიმე მათგანზე, შემდგომ ჩვენ კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდებით მტკიცებულების საფუძველზე თუ რა პოზიცია გვექნება. მაგრამ დღეს-დღეობით ჩვენი პოზიციაა ექვსივე მათგანი ბრალდებული იყოს 109-ე მუხლით.“ – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მსგავსი თემები