ფოთი-სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა

ფოთი-სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ჭალადიდის მონაკვეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა “მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები .

მსგავსი თემები