გიორგი შაქარაშვილს ძირითადი დაზიანებები სახესა და მენჯის პროექციაში ჰქონდა მიყენებული

ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს აღენიშნებოდა სახის არეში მრავლობითი დაზიანება, რაც გამოწვეულია ძლიერი ზეწოლის შედეგად.

 „მაკროსკოპულად გვამის პირველადი გამოკვლევის მონაცემებით სახეზე იყო ბლაგვი ტრავმა, რაც გამოიხატება სისხლჩაქცევების არსებობით და ეს იყო გემატომა. ვადასტურებ, რომ ცხედარს გარეგანი დათვალიერებით ჰქონდა ძალიან ბევრი დაზიანება, კერძოდ აქცენტირებული და კონცენტრირებული ძირითადში სახის მიდამოში და მენჯის პროექციაში და ძირითადი დაზიანებები აქ იყო განლაგებული. რაც შეეხება სახის მიდამოებს, ორივე თვალის კერაში აღენიშნება დიფუზური სისხლჩაქცევები, რაც გადადის ცხვირის არესთანაც და შესაბამისადაც შუბლის არეშიც არის სისხლნაჟღენთი. მთლიანობაში ეს მიუთითებს იმას, რომ სახის არეში იყო ძალიან დიდ სიძლიერის ზემოქმედება“. – განაცხადა ექსპერტმა

მსგავსი თემები