„გაანადგურეს ისედაც განადგურებული ოჯახი, ჯვარს გვაცვეს… გარკვეული წრის პასუხისმგებლობა დამძიმდება“ – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

„დარწმუნებული ვარ, სს საქმეში ახალი ეტაპი დაიწყება“ – აცხადებს 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე, ის  გარკვეული პირების მიმართ ბრალის დამძიმების ვარაუდს გამოთქვამს და ექსპერტიზის დასკვნას ელოდება, რომელმაც საბოლოო სიტყვა ხვალ უნდა თქვას. მირიან ნიკოლაძე ექსპერტიზის დასკვნის კატეგორიულობას ელოდება.  

„ის ვერსია, რაც ოჯახს გაჩნდა, უნდა დადასტურდეს და ოჯახს ძალიან კატეგორიული პოზიცია იქნება. მორალურადაც გაანადგურეს ისედაც განაგურებული ოჯახი. იმედს ვიტოვებ, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გარკვეული წრის პასუხისმგებლობის საკითხი უფრო მძიმე კვალიფიკაციით წარიმართება“ – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

მსგავსი თემები