“ჩემთვის სამწუხაროა და მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით სამწუხაროს უწოდებს და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია.

„ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით“,- წერს ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ესპანური გუნდი „ბასკონია“ დატოვა და მოსკოვის „ცსკა“-ში გადავიდა. შენგელია აღნიშნავს, რომ “თავის სამართლებელი არაფერი აქვს.”

https://mcm.ge/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%9a/

მსგავსი თემები