„ტყუილია, რომ გიორგობიანმა გელაშვილი გაგზავნა ბრეგვაძის წამოსაყვანად“ – მინისტრის მოადგილე

„მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გიორგობიანმა ჩემმა კოლეგამ, „შკოდას“ ფირმის ავტომობილით, გელაშვილი მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გაგზავნა ბრეგვაძის წამოსაყვანად, გელაშვილი მაგ დროს მორიგე არ იყო,“ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძე ნინო გიორგობიანთან  დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს და აღნიშნავს, რომ პირი ვიზეც საუბარია, რომ თითქოს ბრეგვაძე შემთხვევის ადგილიდან წამოიყვანა მომხდარის ღამეს ქარელში იმყოფებოდა:

„რაც შეეხება მანიპულაციას შკოდას ფირმის ავტომანქანასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო გიორგობიანმა ბრეგვაძის წამოსაყვანად მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გაგზავნა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი, გელაშვილი იმ ღამეს მორიგე არ იყო და იმყოფებოდა ქარელში საკუთარ სახლში.“ – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მსგავსი თემები