„ჩვენ დღეს ვასაჯაროებთ 112 – ში განხორციელებულ შეტყობინებებს, სადაც ჩანს, რომ ბრეგვაძემ შეტყობინების გაუქმება მოითხოვა“ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მედიის კითხვებს მინისტრის მოადგილე პასუხობს. ვლადიმერ ბორცვაძის ინფორმაციით მიუხედავად ბრეგვაძის მიერ შეტყობინების გაუქმების მოთხოვნისა საპატრულო ეკიპაჟმა მაინც განაგრძო მისი ძებნა:

„მომხდარის ღამით იაკობ ბრეგვაძე, მას შემდეგ რაც ავტო სამრეცხაო ტერიტორიას ტოვებს, იმალება ერთ – ერთ შენობაში და უკავშირდება 112 – ს, ის ვერ აზუსტებს ზუსტ ლოკაციას სად იმყოფება, პოლიციის ეკიპაჟები ცდილობენ ბრეგვაძის ადგილის დადგენას, ეკიპაჟები ვერ პოულობენ ლოკაციას და ოპერატორი თავიდან უკავშირდება ბრეგვაძეს, სწორედ ამ დროს იაკობ ბრეგვაძე ოპერატორს ეუბნება, რომ იმყოფება არაგვის ხიდებთან და განმარტავს რომ ჩხუბი დასრულებულია და შეტყობინების გაუქმებას ითხოვს. ეკიპაჟი მისი თხოვნის მიუხედავად განაგრძობს ძებნას, პოულობს მას, რის შემდეგაც ბრეგვაძე კი განმარტავს, რომ კონფლიქტი ამოწურულია და ეკიპაჟს სთხოვს თბილისში წაყვანას, თუ ეკიპაჟს რაიმე სახის გადაცდომა ჰქონდა ამაზე რეაგირებას მოახდენენ შესაბამისი სამსახურები.“ – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მანვე უარყო მედიაში გავცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ნინო გიორგობიანმა სამართალდამცავი გელაშვილი გაგზავნა ბრეგვაძის წამოსაყვანად.

მსგავსი თემები