მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემის სოფელ იდლიანში, ლებურცხილას მთაზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამუშაოებში ჩართულია 20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.
დაკვამლიანებაა სოფელ იდლიანში. ხანძრის სიახლოვეს დაახლოებით 11 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანების გამო, ბავშვები სახლიდან გაიყვანეს.
ხანძარი ტყის მასივში 4 ივლისს, გვიან ღამით, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესს ხელს უშლის ძლიერი ქარი.