საცურაო აუზები და სპორტ-დარბაზები, რომლებიც დადგენილ რეგულაციებს დააკმაყოფილებენ – გაიხსნება

  •  

 
საკოორდინაციო საბჭომ საცურაო აუზებისა და სპორტული დარბაზების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. 
 
„საცურაო აუზები და სპორტ-დარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება“, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

აუზებისა და სპორტ-დარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს გამოაქვეყნებს და ხვალიდან, მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას. საცურაო აუზები და სპორტ-დარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას.

დღეიდან უკვე დასაშვებია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც. ასევე, გაიხსნა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებმაც, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად, დადგენილი სტანდარტები დააკმაყოფილეს. დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირებაც.

საბჭომ ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, ასევე შეიმუშავოს შესაბამისი რეკომენდაციები ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების წესებთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “საცურაო აუზები და სპორტ-დარბაზები, რომლებიც დადგენილ რეგულაციებს დააკმაყოფილებენ – გაიხსნება”

  1. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

  2. I like the valuable information you provide in your articles.

  3. I like this website very much, Its a very nice office to read and incur information.

  4. SMS

    Very good article! We are linking to this particularly great content on our site. Keep up the great writing.