თურქეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, საქარიის პროვინციაში ფოიერვერკების ქარხანაში რამდენიმე აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Hurriyet-ი ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ 100-მდე ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ინციდენტის ადგილზე სასწრაფო დახმარების 85 ბრიგადა, 2 ვერტმფრენი და 11 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებით, აფეთქების ადგილზე გაემგზავრნენ შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ ქოჯა და სოციალური დაცვის მინისტრი ზეჰრა ზუმრუთ სელჩუკი.

მსგავსი თემები