არაგვის ხევის ტერიტორიით იქ, სადაც გიორგი შაქარაშვილის კვალი გაქრა გამოძიება კიდევ დაინტერესდა. ოქმში, რომელიც 25 ივნისით თარიღდება აქცენტი მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპოვნ ნივთებზე კეთდება:
„ბუჩქებში ნანახი იქნა ერთი ცალი პლასტმასის ბოთლი, წარწერით „ბირჯომი“, იქვე ნანახი იქნა შავი ფერის ფეხსაცმლის ჩასაფენი და წინდა,“ – აღნიშნულია ოქმში, გამოძიება სავარაუდოდ შეეცდება დაადგინოს არის თუ არა შერჩენილი აღნიშნულ ნივთებზე იმ პირის დეენემი, ვინც გიორგი შაქარაშვილს დაედევნა ან გაჩნდა თუ არა ეს ნივთები ხევში მომხდარის ღამის შემდეგ.