„ეს ცვლილება სახიფათოა, ზიანი სახეზეა“ – გიორგი ხაინდრავა საკონსტიტუციო ცვლილებებზე

კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს საქართველოსთვის სიკეთის მომტანი ვერ იქნება.

„პოლიტიკურ ველზე ძალიან სერიოზული ცვლილებებია ათწლეულების შემდეგ, რომელიც ადგილიდან არ იძვროდა. ვერ გეტყვით, რა სარგებელს მოუტანს ეს ცვლილებები ჩვენს ქვეყანას. ჩემი ხედვით, ეს ცვლილება სახიფათოა. ქართული პოლიტიკური ველი არ არის მზად ამ ცვლილებებისთვის და ასეთ ტიპის საარჩევნო სისტემა რამდენად იქნება გამოსადეგი საქართველოსთვის, ამას მომავალში ვნახავთ“ – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ისრაელისა და იტალიის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ  სისტემა მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება.

„ამისთვის რამდენიმე მაგალითიც კი საკმარისია. მაგალითად, იტალია და ისრაელი. ისრაელში მთავრობაც კი ვერ ჩამოაყალიბეს და 2 პრემიერ-მინისტრი ჰყავთ და 2 კაბინეტია. ზიანი სახეზეა, რომელიც ჩვენ ამ პროცესისგან უკვე მივიღეთ. თვეების მანძილზე ცილისწამებისა და დაბეზღების ნიაღვარს ვისმენდით, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ისმოდა და რომელიც ჩვენს ქვეყანას აზიანებს“, – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში.“    

მსგავსი თემები