„კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციას, შევთანხმდეთ მემორანდუმზე, რომლითაც განისაზღვრება საარჩევნო უბნების ირგვლივ რადიუსი“ – ირაკლი კობახიძე

  •  

„ჩვენ ოპოზიციას  რამდენჯერმე შევთავაზეთ, მათ შორის, საკომიტეტო განხილვის და პლენარული სხდომის დროს, გავაფორმოთ მემორანდუმი, რომლითაც შევთანხმდებით და გავინაწილებთ პასუხისმგებლობას იმის თაობაზე, რომ  არ დავიკავებთ 25-მეტრიან რადიუსს ანუ საარჩევნო უბნებზე არ იქნებიან წარმოდგენილი ჩვენი აქტივისტები“, – განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით,  ჯერჯერობით ოპოზიცია დუმს.

„მიზეზები აბსოლუტურად გასაგებია, გამომდინარე იქიდან, რომ  როდესაც საუბარია რადიუსის დაკავებაზე, მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლები არ აკეთებენ ხოლმე ამას. მაგალითად, 2019 წლის არჩევნების დროს გვქონდა მცდელობა, რომ დაგვეტოვებინა ცარიელი 25-მეტრიანი რადიუსი საარჩევნო უბნებთან.   6 ოლქში გვქონდა არჩევნები და მივეცით შესაბამისი ინსტრუქცია ჩვენს აქტივისტებს. მე ვიყავი შტაბის უფროსი მაშინ და რეალურად ჩვენები არ იკავებდნენ  ამ რადიუსს, თუმცა ჯერ დილის 8 საათიც არ იყო, როცა არა მარტო ოპოზიციის აქტივისტებს, არამედ ოპოზიციის ლიდერებსაც კი ჰქონდათ დაკავებული 25-მეტრიანი რადიუსები. ამის შემდეგ ჩვენები უკვე იძულებული გახდნენ, ისინიც შესულიყვნენ აღნიშნულ პერიმეტრზე. საბოლოო ჯამში, ის სურათი, რაც არის უბნების გარშემო ხოლმე, ბუნებრივია, მოსაწონი არ არის. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციას, შევთანხმდეთ მემორანდუმზე, რომლითაც განისაზღვრება ეს რადიუსი და გავინაწილოთ პასუხისმგებლობა ამ ყველაფრის აღსრულებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები

3 Thoughts to “„კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ოპოზიციას, შევთანხმდეთ მემორანდუმზე, რომლითაც განისაზღვრება საარჩევნო უბნების ირგვლივ რადიუსი“ – ირაკლი კობახიძე”

  1. During the flowering period, strive to provide it with
    no less than six hours of direct sunlight.

  2. Link exchange is nothing else however it is only placing the
    other person’s weblog link on your page at appropriate place and other person will
    also do similar in support of you.

  3. What’s up friends, how is all, and what you wish for to say regarding this post, in my view its genuinely awesome in support of me.