თბილისის აღმაშენებლის გამზირზე არსებული კატალპები მინდვრის ნეკერჩხლით ჩანაცვლდება   

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ჩუღურეთის რაიონში, დავით აღმაშენებლის გამზირზე არსებულ კატალპებს ნეკერჩხლით ჩაანაცვლებენ.

ამ საკითხზე თბილისის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დარგის სპეციალისტები, ბოტანიკური ბაღის, ბოტანიკის ინსტიტუტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუცხადეს, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად იმსჯელეს აღნიშნული კატალპების მდგომარეობაზე და მათი ჩანაცვლების საკითხზე, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ შემოდგომაზე, არსებული კატალპები მინდვრის ნეკერჩხალით ჩანაცვლდება.

მსგავსი თემები