თბილისში, გმირთა მოედანზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

გუშინ, გვიან ღამით თბილისში, გმირთა მოედანზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.

შსს – ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

მსგავსი თემები