„კვირიკაშვილმა ჩემთან გამოაგზავნა ძალოვანი მინისტრები და მითხრა ხაზარაძისთვის თავი დამენებებინა“ – დავით ჭიჭინაძე

„კორუფცია ისე გაღრმავდა, რომ ქვედა კორუფციასაც ვეღარ ამჩნევენ,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძე ე.წ ელიტურ კორუფციასაც შეეხო და მამუკა ხაზარაძეც გაიხსენა:

„ამ კორუფციაში შედის ყველა ის ადამიანი, ვინც თავის ფინანსური ჯგუფით არის წარმოდგენილი. ივანიშვილი არის სათავეში, მამაცაშვილი, ჩხარტიშვილი, კვირიკაშვილის დროს ხაზარაძე იყო, მე მის სიტყვებს გავიმეორებ, როცა ვინმე უმრავლესობით მოდის ხელისუფლებაში ისეთი კულტურაა კულუარულად უნდა გაურიგდეო.

კვირიკაშვილმა ჩემთან 20017 წლის ზაფხული იყო, გამოაგზავნა ძალოვანი მინისტრები და მითხრა ხაზარაძისთვის თავი დამენებებინა, თორემ ფინანსურ პოლიციას გამომიგზავნიდა,რაზეც მე შევუთვალე,რომ ჩემი ხელით დავწვავდი, რის გამოც იმუქრებოდნენ და  ავაგუზგუზებდი მთელს ქალაქში, ამის გულისთვის არ გავჩუმდებოდი. მე არაფერზე უკან დამხევი არ ვიყავი.“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი თემები