გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის ძალების მეთაურის უფლებამოსილება გადაიბარა

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის უფლებამოსილება ვლადიმერ ჩაჩიბაიასგან გადაიბარა. ცერემონიალი მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. მას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრნენ.

გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის ძალებს 2016 წლიდან მეთაურობდა. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის ძალებში 1998 წლიდან მსახურობს. ამ პერიოდის განმავლობაში, ის თავდაცვის ძალებში სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციას იკავებდა.

მსგავსი თემები