გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატებმა, გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

დღეს, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატებმა სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

მათივე განცხადებით, საქმეში არ არსებობს იმის ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები, რომ დაკავებულ პირებს რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიება შეფარდებოდათ.

გავრცელებული ინფორმაციით საქმე საკმაოდ მოცულობითია, არის ასევე აუდიო და ვიდეო ჩანაწერები.

არჩილ ბერიანიძის განცხადებით, რომელიც ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკა ჟვანიას იცავს, განჩინება მას სულ ცოტა ხნის წინ ჩაბარდა.

“საქმეში არ არსებობს ფორმალური და ფაქტობრივი გარემოებები, რომ რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიება შეფარდებოდათ დაკავებულებს. რაც შეეხება განჩინებას, რამდენიმე წუთის წინ ჩაგვბარდა, ის არის საკმაოდ მოცულობითი და გაცნობასაც დიდი დრო დასჭირდება. ამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ განჩინებას. არავის არავისთვის თავისუფლება არ აღუკვეთავს,”- განაცხადა არჩილ ბერიანიძემ

მსგავსი თემები