მცხეთის სამედიცინო ცენტრში 8 „კოვიდ ინფიცირებული“ გამოჯანმრთელდა 

„კოვიდ ვირუსით“ მცხეთის სამედიცინო ცენტრში გამოჯანმრთელებულ პაციენტებს კიდევ 8 ახალი გამოჯანმრთელებული ადამიანი მიემატა“ – აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ სამედიცინო ცენტრიდან მიაწოდეს. 

„გუშინ 3 პაციენტი გაეწერა,  დღეს კი  5 პაციენტი. 15 პაციენტის ანალიზი კი გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში ტესტირებაზე.    ამ ეტაპზე, ცენტრში მკურნალობას 15 პაციენტი აგრძელებს.  კლინიკის თანამშრომლებმა, როგორც სამედიცინო ნაწილმა, აგრეთვე ადმინისტრაციამ, გაიარეს ტესტირება „კოვიდ ვირუსზე“ და დადებითი პასუხი არ აღმოჩნდა!  კლინიკის თანამშრომლები რომლებიც 2 კვირიანი მონაცვლეობით, 24 საათიან რეჟიმში ემსახურებიან პაციენტებს, პერმანენტულად გადიან ტესტირებას ჩOVID ინფექციაზე“ – განუცხადეს „მედიაცენტრ მთავარს“ მცხეთის სამედიცინო ცენტრში.

მსგავსი თემები