“ვირუსი სიჩქარეს იკრეფს” – ჯანმოს დირექტორი

“მწარე რეალობა ის არის, რომ პანდემია დასრულებასთან ახლოსაც კი არ არის, ვირუსი სიჩქარეს იკრეფს”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„ვირუსს გავრცელებისთვის ჯერ კიდევ დიდი სივრცე აქვს. ყველას გვსურს, რომ ეს ვირუსი დასრულდეს, თუმცა მწარე რეალობა ის არის, რომ პანდემია დასრულებას არც კი მიახლოვებია. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ბევრმა ქვეყანამ პროგრესს მიაღწია, პანდემია სიჩქარეს იკრეფს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა, ხოლო 502 000 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები