“მე ის აღვნიშნე, რაც 8 მარტს მიღწეულ წერილობით შეთანხმებაში შედის” – ჰუბერტ ქნირში ოპოზიციის ბრალდებებზე

ზოგიერთ ადამიანს ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონდა ჩემს ნათქვამზე, რაც არ ყოფილა რამე განსაკუთრებული და ეს ადრეც მითქვამს, – განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე.

„მე ის აღვნიშნე, რაც 8 მარტს მიღწეულ წერილობით შეთანხმებაში შედის. ვიცი, რომ პოლიტიკაში, არამხოლოდ ქართულ პოლიტიკაში არამედ ბევრ სხვა ქვეყანაშიც, ხალხი ძალიან სწრაფად აჟიტირდება, იყენებენ საკმაოდ ხისტ ენას და საშუალებებს საკუთარი აზრის გამოსახატად. ეს არ არის ძალიან მოულოდნელი. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სფეროში მოღვაწე ადამიანებმა პატივი სცენ ერთმანეთს და იმედი მაქვს, რომ ეს გამოცდილება საქართველოში ხელს შეუწყობს ამის განვითარებას.
ეს ყველაფერი უკვე დასრულდა, გასული კვირის ამბავია. ცვლილებები მიღებულია“, – აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა.

გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმების საგანი გიორგი რურუას გათავისუფლება არ ყოფილა, რასაც ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.

მსგავსი თემები