“კონსტიტუციური ცვლილებები დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია” – ჯასტინ მაკენზი სმიტი

დღეს ისტორიული დღეა, კონსტიტუციური ცვლილებები დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია, – ასე ეხმაურება საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას.

დიდი ბრიტანეთის ელჩმა მისალოცი ტექსტი მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ინგლისურად და ქართულად დაწერა.

„დღეს ისტორიული დღეა. კონსტიტუციური ცვლილებები დემოკრატიის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს პარლამენტი უფრო წარმომადგენლობითი და პლურალისტული იქნება და მეტ ადამიანს ექნება საშუალება, საქართველოს მომავლის შენებაში შეიტანოს წვლილი. ვულოცავ საქართველოს ხალხს, მათი ნება ურყევია“, – წერს საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

მსგავსი თემები